ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას თავად ორგანიზაცია იუწყება.
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ევროსაბჭომ რუსეთის მიერ უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ მიიღო.
უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივით დაწყებულ პროცესს 47 სახელმწიფოდან 42-მა ქვეყნამ დაუჭირა მხარი. ჯერჯერობით, უცნობია, თუ რომელმა ქვეყანამ არ მისცა ხმა რუსეთისთვის წევრობის შეჩერების ინიციატივას.
„ევროპის საბჭოს დებულების შესაბამისად, დღეს, მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში, რუსეთის ფედერაციას წარმომადგენლობის უფლება შეუჩეროს. გადაწყევტილება მიღებულ იქნა უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად“, - აღნიშნულია ევროპის საბჭოს განცხადბაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press