Foto

უკრაინული მედია - რუსმა სამხედროებმა ქალაქი ნოვაია-კახოვკა დაიკავეს

უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონის ოლქში, ქალაქი ნოვაია-კახოვკა რუსმა სამხედროებმა აიღეს.

ამის შესახებ ინფორმაცია ნოვაია-კახოვკას მერმა, ვოლოდიმირ კოვალენკომ გაავრცელა, რომლის განცხადებითაც, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქში მდებარე აღმასრულებელი კომიტეტი დაიკავეს და შენობებიდან ყველა დროშა ჩამოხსნეს.

„ხერსონის ოლქში, ნოვაია-კახოვკა რუსულმა ჯარმა დაიპყრო. ოკუპანტებმა აღმასრულებელი კომიტეტი დაიკავეს და შენობებიდან ყველა დროშა ჩამოხსნეს”, - აღნიშნა ვოლოდიმირ კოვალენკომ.