Foto

უკრაინის თავდაცვა - სხვა ქვეყნის მოქალაქეებს უფლება აქვთ, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების რიგების შემოუერთდნენ

„უცხოელებს უფლება აქვთ, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების რიგების შემოუერთდნენ“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უცხოელი მოხალისეებისგან ცალკე დანაყოფი - უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონი იქმნება.

„ყველა უცხოელთან დაკავშირებით, ვინც გამოხატავს სურვილს შეუერთდეს წინააღმდეგობას რუსი ოკუპანტებისა და მსოფლიო უსაფრთხოების წინააღმდეგ, უკრაინის ხელისუფლება გვთავაზობს ჩვენ სახელმწიფოში ჩამოსვლასა და ტერიტორიული თავდაცვის ძალების რიგების შევსებას. უცხოელებისგან იქმნება ცალკე დანაყოფი - უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონი.

საერთაშორისო ლეგიონში რეგისტრაციისთვის და ყველა დეტალისთვის დაუკავშირდით თქვენი ქვეყნის უკრაინის საელჩოს დაცვის ატაშეს.

მივცეთ საშუალება მშვიდობას და დავიცვათ უკრაინა, ერთად შევაჩეროთ ოკუპანტები!“, - აღნიშნულია განცხადებაში.