Foto

უკრაინის გენშტაბი - კიევის მიმართულებით, ბელორუსიდან გასროლილი რაკეტა ჩამოვაგდეთ

„უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს ფრთიანი რაკეტა, რომელიც კიევის მიმართულებით, ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან გამოსტყორცნეს“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებულმა ძალები ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში რუსი ოკუპანტების საზღვაო მედესანტეს დაშვება ჩაშალეს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა რამდენიმე წუთის წინ ჩამოაგდეს ფრთიანი რაკეტა, რომელიც უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით, ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან თვითმფრინავმა TU-22-ით გაუშვა. ეს არის ბელორუსის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის მორიგი სამხედრო დანაშაული. გარდა ამისა, ВМС ЗС України-მ კიდევ ერთხელ ჩაშალა მტრის საზღვაო მედესანტეს დაშვება შავი ზღვის ოპერატიულ ზონაში“ - აღნიშნულია განცხადებაში.