რუსეთის სამხედრო თავდასხმა უკრაინაზე, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის, „შეიძლება იყოს დასასრულის დასაწყისი“, განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა.
Sky News-თან საუბრის დროს, ლიზ ტრასმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის „ძლიერ და მამაც წინააღმდეგობას“ აკვირდება და უკრაინელი სამხედროებისათვის იარაღის მიწოდებასა და ეკონომიკურ მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „სტრატეგიული შეცდომა დაუშვა“ იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა ზიანს აყენებს დასავლეთის სანქციები რუსეთის ეკონომიკას.
„მეშინია, რომ ეს კონფლიქტი შეიძლება, რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდეს და იყოს ძალიან სისხლიანი. უკრაინის ომი დიდ ბრიტანეთს „ეკონომიკურ ფასს“ გადაახდევინებს, თუმცა ბრიტანელი ხალხი მიხვდება იმ ფასს, რომელსაც გადავიხდით, თუ ახლა პუტინს წინააღმდეგობას არ გავუწევთ”, - დასძინა ლიზ ტრასმა.
გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მან „ოლიგარქების სია შეადგინა“ და შეიძლება, რომ „სანქციების მოძრავი პროგრამაც“ ამოქმედდეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press