ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის მთავარრსარდალს, ვლადიმერ პუტინს საპატიო პრეზიდენტისა და ელჩის თანამდებობა შეუჩერა. რუსეთის პრეზიდენტს ძიუდოს შავი ქამარი აქვს.
აღნიშნული გადაწყვეტილება არის ერთ-ერთი სპორტული „სანქციიდან“, რომელიც ბოლო დღეებში გამოცხადდა.
ასევე, BBC News იუწყება, რომ რუსეთის „ფორმულა 1-ის გრან პრი“, რომელიც სექტემბერში სოჭში უნდა გამართულიყო, გაუქმდა.
შეგახსენებთ, კვირის დასაწყისში გამოცხადდა, რომ 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი პარიზში ჩატარდებოდა და არა სანკტ-პეტერბურგში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press