Foto

ოფიციალური უკრაინა - ომში, ამ დროისთვის 4 300 რუსი ოკუპანტი დაიღუპა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გამოაქვეყნა რუსეთის საოკუპაციო ჯარების მხარეს დანაკარგის შეფასება.

უკრაინის მიერ ჩატარებული აღწერით, რუსეთის სამხედრო დანაკარგები ამ დრომდე, მოიცავს, დაიღუპულ 4300 ადამიანს. ასევე განადგურებულია:

27 თვითმფრინავი, 26 შვეულმფრენი, 146 ტანკი, 706 ჯავშანტექნიკა, 49 ქვემეხი, 1 Buk საჰაერო თავდაცვის სისტემა, 4 Grad მრავალჯერადი რაკეტის გაშვების სისტემა, 30 მანქანა, 60 ტანკერი, 2 დრონი და 2 ნავი.

კიევის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰანა მალიარმა „ფეისბუკ“-ზე განაცხადა, რომ კონფლიქტის პირველი სამი დღის მონაცემები იყო წინასწარი და შესაძლოა, შეიცვალოს.

ცნობისთვის, BBC-ს არ შეუძლია ინფორმაციის გადამოწმება, ვინაიდან თავად რუსეთი დაღუპულთა რიცხვს არ ავრცელებს.