Foto

ხარკოვის გუბერნატორი აცხადებს, რომ უკრაინელებმა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნეს

უკრაინულმა ძალებმა აღადგინეს კონტროლი ქვეყანაში, სიდიდით მეორე ქალაქ, ხარკოვზე - ამის შესახებ ამავე რეგიონის გუბერნატორმა, ოლეჰ სინეჰუბოვმა განაცხადა.

„ხარკოვზე კონტროლი მთლიანად ჩვენია! შეიარაღებული ძალები, პოლიცია და თავდაცვის ძალები მუშაობენ და ქალაქი მთლიანად წმენდს მტრისგან“, - წერს Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, ოლეჰ სინეჰუბოვი.

ცნობისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვში შესვლა, წუხელ ღამით შეძლეს. ამბავს BBC News იუწყება.