Foto

რომის პაპმა უკრაინაში კონფლიქტის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა

რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში კონფლიქტის შეწყვეტისკენ მოწოდება გაავრცელა

„იარაღები დაადუმეთ. ღმერთი მათთანაა, ვინც მშვიდობას ეძებს და არა მათთან, ვინც ძალადობას მიმართავს“, - აღნიშნა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე დამსწრე საზოგადოებასთან საუბრისას.

მან ასევე, უკრაინიდან ლტოლვილების დასახმარებლად „ჰუმანიტარული დერეფნების“ შექმნისკენაც მოუწოდა და დაგმო ისინი, ვინც „იარაღის ეშმაკურ და გარყვნილ ლოგიკას ენდობა“.

ამბავს BBC News იუწყება.