Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 138 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 910 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 228 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 465 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 605 472.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.44%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 26.54% ხოლო 7 დღის მანძილზე - 22.06%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 12 840 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 504 161-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 163 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 465 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 241 შემთხვევა, აჭარა - 194, იმერეთი - 376, ქვემო ქართლი -116 შიდა ქართლი - 111, გურია - 89, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 143, კახეთი - 97, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 85 122 საიდანაც, 4 595 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 163, აჭარაში - 429, იმერეთში - 777. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 046 პირი, მათ შორის, თბილისში - 452, აჭარაში - 107, იმერეთში - 287. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 32, იმერეთში - 25. 417 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 335 - თბილისში, 0 - აჭარაში. 80 110 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 4 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 4, ხოლო აჭარაში - 0.
ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრ...
„ავერსი“ კიდევ ერთხელ იმსახურებს &b...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა ...
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
Mana press