სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისმიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება, სადაც მან უკრაინასთან დაკავშირებით ისაუბრა.
ლომჯარია ამბობს, რომ ღარიბაშვილს არავინ სთხოვს გახდეს ზელენსკი.
ამასთან, ომბუდსმენი პრემიერს მიმართავს და ამბობს რომ სანქციებიც და ვაქცინაც მუსაობს.
"ირაკლი, ჩვენც ხალხურად აგიხსნით, არავინ გთხოვს, ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი! თავს ნუ გვჭრი!
სანქციები მუშაობს და ვაქცინაც!" - წერს ლომჯარია.
ცნობისთვის, დღეს ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სააკაშვილი, რომ იყოს ხელისუფლებაში, ომი ჯერ თბილისში დაიწყებოდა და შემდეგ კიევში. ამასთან პრემიერის თქმით, უკრაინის დედაქალაქი იბომბემა და ამის შემჩერებელი არავინ არ არის და მიღებული სანქციები არაეფექტურია.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press