Foto

ნიკა მელია - ღარიბაშვილი კრემლის მთავარი პროპაგანდისტია, მას ქვეყნის სახელით ლაპარაკი უნდა აეკრძალოს

"ნაცმოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია, პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ  განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ  ღარიბაშვილს ქვეყნის სახელით ლაპარაკი უნდა აეკრძალოს.

"ვუსმინე ღარიბაშვილს მთავრობის სხდომაზე..

რა კრემლის პროპაგანდისტული მედიის არხების დაბლოკვა… ღარიბაშვილია საქართველოში კრემლის მთავარი პროპაგანდისტი და პირველ რიგში მას უნდა აეკრძალოს ქვეყნის სახელით ლაპარაკი".- წერს ნიკა მელია.

ცნობისთვის, დღეს ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ  სააკაშვილი, რომ იყოს ხელისუფლებაში, ომი ჯერ თბილისში დაიწყებოდა და შემდეგ კიევში. ამასთან პრემიერის თქმით, უკრაინის დედაქალაქი იბომბემა და ამის შემჩერებელი არავინ არ არის და მიღებული სანქციები არაეფექტურია.