საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა. საქართველოში ფარმაცევტულ კომპანიებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, მოახდინონ მედიკამენტების იმპორტი თურქეთიდან. ფარმადეპო არის პირველი კომპანია, რომელმაც მოკლე დროში მოახდინა თურქული მედიკამენტების შემოტანა და შეთავაზება მოქალაქეებისთვის.
აღსანიშნავია, რომ თურქეთში ამ ქვეყნისთვის განკუთვნილი მედიკამენტები, გამომდინარე თურქული საკანონმდებლო ბაზიდან და სპეციფიკიდან არის მნიშვნელოვნად ხელმისაწვდომი. სწორედ თურქული ბაზრისთვის გათვლილი მედიკამენტების შემოტანა გახდა შესაძლებელი საქართველოშიც. ფარმადეპომ პირველმა მოახდინა ამ მედიკამენტების იმპორტი და ხელმისაწვდომი გახადა საქართველოს მოსახლეობისთვის.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფარმადეპო წლებია ბაზარზე სტაბილურად დაბალ ფასს სთავაზობს თავის მომხმარებელს. გამარტივებული იმპორტის ფარგლებში, ფარმადეპოს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, რომ განსაკუთრებულ ფასად შესთავაზოს მომხმარებელს თურქული ბაზრისთვის გათვლილი მედიკამენტები, რომ კიდევ უფრო დიდი დანაზოგის გაკეთება იყოს მოსახლეობისთვის შესაძლებელი.
-„ჩვენ მყისიერად დავიწყეთ მოლაპარაკება თურქეთის მხარესთან და გვეამაყება, რომ ვართ პირველები ბაზარზე, ვინც მომხმარებელს ამ შესაძლებლობას სთავაზობს. ჩვენ ეტაპობრივად ვახორციელებთ მედიკამენტების შემოტანასა და მიწოდებას მომხმარებლებისთვის. უკვე დღეიდან ფარმადეპოში ხელმისაწვდომია 31 დასახელების მედიკამენტი, ჯერ-ჯერობით 10 აფთიაქში მთელი საქართველოს მასშტაბით - როგორც თბილისში, ასევე - რეგიონებში - ქუთაისი, ბათუმი, გორი, თელავი, ზუგდიდი.
აქტიურად ვმუშაობთ, რომ უმოკლეს ვადებში შევძლოთ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების კიდევ უფრო გაშლა ჩვენს ქსელში, კიდევ უფრო დიდი ნაშთების შემოტანა თურქეთიდან, რომ რაც შეიძლება მეტი მომხმარებლისთვის გავხადოთ ეს კონკრეტული მედიკამენტები ხელმისაწვდომი. აქვე აღვნიშნავთ, რომ გვაქვს მოლაპარაკებები თურქ პარტნიორებთან, რომ პროდუქციის ასორიტიმენტი კიდევ უფრო გაფართოვდეს და მეტი დასახელების წამალს მოიცავდეს.“
დღეიდან ფარმადეპოს 10 აფთიაქში თურქეთიდან იმპორტირებული 31 დასახელების მედიკამენტია ხელმისაწვდომი. ეს მედიკამენტებია:
აკლასტა ხსნარი საინფუზიო 5მგ/100მლ ფლაკონი /TR/ #1 223.28
არიმიდექსი ტაბლეტი 1მგ /TR/ #28 29.97
ატაკანდი ტაბლეტი 16მგ /TR/ #28 12.71
ბეტასერკი ტაბლეტი 16მგ /TR/ #30 8.93
ბეტასერკი ტაბლეტი 24მგ /TR/ #20 3.96
ბრილინტა ტაბლეტი 90მგ /TR/ #56 48.83
გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+850მგ /TR/ #60 31.57
გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ /TR/ #60 20.7
გალვუს ტაბლეტი 50მგ /TR/ #56 31.8
გლიფორი ტაბლეტი 1000მგ /TR/ #100 10.29
გლუკოფაჟი ტაბლეტი 1000მგ /TR/ #100 9.99
დეპაკინი ხრონო ტაბლეტი 500მგ /TR/ #30 14.31
დიოვანი ტაბლეტი 160მგ /TR/ #28 9.63
ვოლტარენი ემულგელი გელი 1% 50გრ ტუბი /TR/ #1 6.2
იანუვია ტაბლეტი 100მგ /TR/ #28 26.65
იანუმეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ /TR/ #56 26.65
ინსულინი ლანტუსი solostar ხსნარი საინექციო 100სე/1მლ 3მლ შპრიც-კალამი /TR/ #5 43.68
კო-დიოვანი ტაბლეტი 160მგ+12.5მგ /TR/ #28 10.52
კონკორი ტაბლეტი 5მგ /TR/ #30 7.56
კონკორი ტაბლეტი 10მგ /TR/ #30 8.99
კორდარონი ტაბლეტი 200მგ /TR/ #30 10.4
კრესტორი ტაბლეტი 10მგ /TR/ #28 7.15
კრესტორი ტაბლეტი 20მგ /TR/ #28 9.99
პლავიქსი ტაბლეტი 75მგ /TR/ #28 14.31
სერეტიდი დისკუსი ფხვნილი საინჰალაციო 50მკგ+250მკგ/1დოზა 60დოზა /TR/ #1 26.01
სიმბიკორტი ტურბოჰალერი ფხვნილი საინჰალაციო 80მკგ+4.5მკგ/1დოზა 60დოზა ფლაკონი /TR/ #1 30.85
სიმბიკორტი ტურბოჰალერი ფხვნილი საინჰალაციო 160მკგ+4.5მკგ/1დოზა 60დოზა ფლაკონი /TR/ #1 15.19
სირდალუდი ტაბლეტი 2მგ /TR/ #30 5.37
ტენორეტიკი ტაბლეტი 100მგ+25მგ /TR/ #28 7.56
ფორქსიგა ტაბლეტი 10მგ /TR/ #28 36.65
ქსარელტო ტაბლეტი 15მგ /TR/ #28 55
ჯესი ტაბლეტი 0.02მგ+3მგ /TR/ #28 19.98
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press