Foto

ჯოზეფ ბორელი - ვიწვევ ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებს, რათა განიხილონ უკრაინაში არსებული მოვლენები

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჟოზეფ ბორელი უკრაინის კონფლიქტის განსახილველად, ევროკავშირის ბლოკის თავდაცვის მინისტრების შეხვედრას იწვევს.

მისი განცხადებით, დღის წესრიგში დადგება უკრაინის „გადაუდებელი საჭიროებები“ და ალიანსის დახმარებაზე კოორდინაცია.

„დღეს, ვიწვევ ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებს, რათა განიხილონ უკრაინაში არსებული უახლესი ვითარება, რუსეთის არაპროვოცირებული თავდასხმის გათვალისწინებით“, - წერს ჟოზეფ ბორელი „ტვიტერ“-ზე.

შეგახსნებთ, რომ დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოუწოდა ქვეყნის დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ევროკავშირში.

ამის შემდეგ ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი გამოეხმაურა და თქვა, რომ არსებობს „სხვადასხვა მოსაზრებები და სენსიტიურობა ალიანსში გაფართოების შესახებ“, BBC News იტყობინება.