ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ასობით დაშავდა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსული ძლიერი დაბომბვისას, აცხადებენ უკრაინის ოფიციალური პირები.
„ათობით დაიღუპა და ასობით დაიჭრა! ეს საშინელება მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს! სიკვდილი ოკუპანტებს!“, - ამის შესახებ კიევის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ ჰერაშჩენკომ „ფეისბუკ“-ზე განაცხადა.
BBC-ის ცნობით, ამ ეტაპზე, იმის თქმა, თუ რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაზუსტებით შეუძლებელია.
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უფროსის, მიშელ ბაჩელეტის თქმით, დაღუპულია სულ მცირე, 102 მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო დაშავდა 304 ადამიანი.
„ამ მშვიდობიანი მოსახლეობის უმეტესობა დაიღუპა ისეთი ასაფეთქებელი იარაღით, რომელსაც ფართო დარტყმის არეალი აქვთ, მაგალითად მძიმე არტილერიისა მრავალგამშვები სარაკეტო სისტემებითა და საჰაერო თავდასხმებით. ვშიშობ, რომ მსხვერპლთა რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია", - დასძინა მიშელ ბაჩლეტმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press