შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ყველა სანქციას მიიღებს.
ხუთ ოლიგარქს უკვე აეკრძალა შვეიცარიაში შესვლა. ამასთანავე, ევროკავშირის სიაში მყოფი 336-ვე ადამიანის საბანკო ანგარიშები, მათ შორის ვლადიმირ პუტინისა და სერგეი ლავროვის, დაუყოვნებლივ გაიყინება. ამბავს BBC იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, შვეიცარიული ბანკები მილიარდობით დოლარის რუსულ ფონდებს ფლობენ.
დღეს შვეიცარიის პრეზიდენტმა, იგნაციო კასისმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრა იყო თავისუფლებასა და დემოკრატიაზე თავდასხმა.
ცნობისთვის, ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის, უკვე დაკეტილია. შვეიცარიის ავიახაზებმა კი, ფრენები რუსეთის მიმართულებით გააუქმეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press