„მოხერხება უნდა, ერთიგვერდიან ტექსტში შინაარსი არ იყოს. როგორ უსახელოდაც დაიწყე, ისე უსახელოდ დაასრულე“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია სახელმწიფო ინსპეტორის, ლონდა თოლორაიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.
ნიკა გვარამიას თქმით, განცხადება, რომელიც აღნიშნულმა უწყებამ გააკეთა, სასირცხვილოა.
„გამოქვეყნდა ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადება მიხეილ სააკაშვილზე. მოხერხება უნდა, ერთიგვერდიან ტექსტში შინაარსი არ იყოს. სრულიად სამარცხვინოა ეს ყველაფერი, ლონდა თოლორაია. როგორ უსახელოდაც დაიწყე, ისე უსახელოდ დაასრულე“, - წერს ნიკა გვარამია „ფეისბუკ“-ზე.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press