Foto

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების თაობაზე, EU-ს ოფიციალურად მიმართა

„უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისტორიულ დოკუმენტს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი იუწყება.

განცხადების მიხედვით, დოკუმენტი, რომელიც მალე ბრიუსელში გადაიგზავნება, ხელი აგრეთვე მოაწერა რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩიუკმა და პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა.

 „უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისტორიულ დოკუმენტს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა. დოკუმენტს ხელი აგრეთვე მოაწერეს რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩიუკმა და პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა. დოკუმენტი ბრიუსელში გადაიგზავნება. ვულოცავ უკრაინას. ისტორია ახლა იწერება, დიდება უკრაინას“, - აღნიშნულია პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლის განცხადებაში.