Foto

ქალაქ ხერსონში რუსი ოკუპანტების ქვეითი ჯარი შევიდა, ქალაქი ბლოკირებულია

ოკუპანტები ქალაქ ხერსონის გასასვლელებთან საგუშაგოებს აწყობენ. Unian-ის ცნობით, ხერსონი  გარშემორტყმულია ოკუპანტებით და რუსი ჯარი ქალაქში გადაადგილდება.

ხერსონის მერის ინფორმაციით ქალაქი გვიან ღამით რუსი სამხედროების მიერ ბლოკირებული იყო. ამასთან მან მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. 

"ახლა ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება სიტუაცია, ყველაზე ცუდი ახლა, რაც შეიძლება მოხდეს, არის ქალაქის შიგნიდან ნგრევის დაწყება.".- თქვა მან.