საქართველოს არა აქვს რესურსი, რომ დღეს ისაუბროს სანქციებზე. - ამის შესახებ "ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციები ქართველი ხალხისთვის მტკივნეული იქნება.
"სანქციებს რაც შეეხება პრემიერმა გააკეთა მკაფიო განცხადება და რა თქმა უნდა, ეს განცხადება იყო განხილული გუნდში და ყველა ამას ვიზიარებთ. როდესაც გვაქვს საუბრები მაგალითად ოპოზიციასთან დახურულ რეჟიმში, ყველა აცნობიერებს, რომ ეს სანქციები არ იქნება მტკივნეული რუსეთისთვის, მაგრამ იქნება ძალიან მძიმე ქართველი ხალხისთვის. ჩვენ გვმართებს ყველაფრის აწონდაწონა და აგდაწყვეგტილების მიღება სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით. საქართველოს არა აქვს რესურსი, რომ დღეს ისაუბროს სანქციებზე და ეს განცხადება გაკეთდა პრემიერის მხრიდან",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press