Foto

თაკო ჩარკვიანი ყაველაშვილს - მე შენ დედას ვერ გაგინებ, შენისთანა რომ არ გაჩნდეს მეორე

კიდევ გეტყვი ბევრჯერ, ბევრჯერ, კიდევ გაგიმეორებ, მე შენ დედას ვერ გაგინებ, შენისთანა რომ არ გაჩნდეს მეორე. - ასე უპასუხა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა "ქართული ოცნების" დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის სიტყვას ოპოზიციის მისამართით.

"ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ყაველაშვილის გამოსვლა, რომელმაც ისე აგინა საკუთარ დედას, რომ გაოცებული ვარ, მე ასეთი რამე არ მომისმენია. მომაგონდა მამაჩემის ცნობილი ფუნაგორია, გარდაცვლილ ადამიანს უთხრა, ძალიან ცუდ კაცს - "კიდევ გეტყვი ბევრჯერ, ბევრჯერ, კიდევ გაგიმეორებ, მე შენ დედას ვერ გაგინებ, შენისთანა რომ არ გაჩნდეს მეორე". - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციას მიმართა, - "ჩვენ და თქვენ შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შევე*ი მე".