Foto

უწყება - ბელორუსი ომში ჩაერთო, ისინი ჩერნიგოვის რეგიონში შევიდნენ

ბელორუსის სამხედრო ძალები ჩერნიგოვის რეგიონში შევიდნენ. აღნიშნიულის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის ძალების ,,ჩრდილოეთის" რეგიონალური განყოფილების წარმომადგენელმა, ვიტალი კირილოვმა დაადასტურა.

„ბელორუსი ომში ჩაერთო. ბელორუსის ჯარები შევიდნენ ჩერნიგოვის რეგიონში“, - ნათქვამია განცხადებაში.

სოფლების სლაბინის, პაკულისა და სოფელ მიხაილო-კოციუბინსკის მაცხოვრებლები სამხედრო ტექნიკის მოძრაობის შესახებ მედიასთან აცხადებენ. აღჭურვილობის მოძრაობას, მობილური კომუნიკაციების წვდომის შეზღუდვაც თან ახლავს.

გავრცელებული ინფორმაციით ბელორუსელი ჯარისკაცები სლაბინის ან პაკულის მიმართულებით გადაადგილდებიან.

მანამდე თავდაცვის სტრატეგიების ცენტრის თქმით, ალბათობა იმისა, რომ ბელორუსის რესპუბლიკის თვითგამოცხადებული მთავრობამ (SB), რუსეთის მიერ წარმოებულ ომში, თავისი შეიარაღებული ძალების მონაწილეობა გადაწყვიტოს, დიდია.