Foto

ჟოზეფ ბორელი - პუტინმა უნდა იცოდეს, რომ აუცილებლად შევეწინააღმდეგებით და იარაღს მივაწვდით მას, ვინც აგრესორს ებრძვის

„პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ აუცილებლად გავუწევთ მას წინააღმდეგობას. როდესაც ვამბობდით რომ იარაღს არასოდეს არავის მივაწვდიდით ეს მიდგომა შევცვალეთ, ჩვენ იარაღს აუცილებლად მივაწვდით მას, ვინც აგრესორს ებრძვის“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მიმართ დაწესებულ ფინანსურ სანქციებსაც ძალიან დიდი გავლენა ექნება.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ გვეგონა, რომ ომი დაიწყებოდა, მაგრამ რუსეთი ახლა გვემუქრება ატომური ომის დაწყებით. უკრაინაში შეჭრამ უნდა გვასწავლოს, რომ ყველა ქმედებას სათანადო პასუხი მოჰყვება“ - დასძინა ჟოზეფ ბორელმა.

„უნდა ვისწავლოთ იმ ტრაგიკული მოვლენის მაგალითზე, რომლის მომსწრენიც გავხდით. ამ გამოწვევებმა უნდა გაზარდოს ჩვენი პასუხისმგებლობის გრძნობა. ჩვენ უნდა ავამუშაოთ ერთიანი პოლიტიკა, რომელსაც შეუერთდება ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ გვეგონა, რომ ომი დაიწყებოდა, მაგრამ რუსეთი ახლა გვემუქრება ატომური ომის დაწყებით. ამ უბედურებამ რაც ახლა ევროპაში ხდება ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს და ერთიან გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანოს, ამ ომის წინაშე ყველა სხვა საკითხი უმნიშვნელოა. ჩვენ გვაქვს საქმე ძალადობასთან, ერთი ქვეყნის მეორე ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობასთან. ხშირად ვამბობდით, რომ საჭირო იყო თავდაცვითი და შემაჩერებელი პოზიცია.

ამ კვირაში უნდა ავამუშაოთ სტრატეგიული კომპასი. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში უნდა გვასწავლოს რომ ყველა ქმედებამ სათანადო პასუხი უნდა მიიღოს. როგორც დრომ გვაჩვენა, ძალიან მარტივია ომის წამოწყება, ომის დასაწყებად მხოლოდ პუტინის გადაწყვეტილება იყო საკმარისი.

ჩვენ უნდა გავზარდოთ შემაკავებელი ინსტრუმენტები, რომ მოვახერხოთ ომის აცილება. ჩვენ საკადრისი პასუხი გავეცით პუტინს.

2007 წელს, იმის შემდეგ როცა მოკლეს ანა პოლიტიკოვსკაია, მე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, ჩვენ არასოდეს ვიტყვით უარს ადამიანის უფლების დაცვაზე და ჩვენ ნაკლებად დამოკიდებული უნდა გავხდეთ რუსეთზე. როდესაც მიშელს შევხვდი მითხრა, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია. ჩვენ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რათა რუსეთს ეკონომიკური დარტყმა მივაყენოთ და ჩვენ უნდა ავამოქმედოთ ევროპის სამშვიდობო ძალები, რათა შევაჩეროთ ეს აგრესია. უნდა გამოვთიშოთ რუსეთი საბანკო სისტემიდან. ვიცით, რომ ყველა რუსეთის ცენტრალური ბანკის ფინანსური წყარო არის გაყინული და მათი ფული ჩამოინგრა, ჩვენ ამ საშუალების მობილიზება გავაკეთეთ. პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ აუცილებლად გავუწევთ მას წინააღმდეგობას. როდესაც ვამბობდით რომ იარაღს არასოდეს არავის მივაწვდიდით ეს მიდგომა შევცვალეთ, ჩვენ იარაღს აუცილებლად მივაწვდით მას, ვინც ებრძვის აგრესორს. ჩვენ აუცილებლად დავგმობთ რუსეთის ქმედებას გაეროში. ჩვენ ვიცით, რომ მთელი მსოფლიო დაგმობს რუსეთის ქმედებას. გამართლება არ აქვს იმას, რომ ძლიერი ქვეყანა თავს დაესხა მეზობელ ქვეყანას. ჩვენ გვერდში უნდა დავუდგეთ უკრაინას. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ყველა შესაძლებლობა რუსეთის წინააღმდეგ და ეს არ არის აუცილებლად მხოლოდ იარაღი და სამხედრო ძალა, ასევე არსებობს რბილი ძალა -  გავლენის მოხდენა იმ ადამიანებზე, ვისაც შეუძლია გვერდში დაუდგეს უკრაინას.

მათ მიმართ დაწესებულ ფინანსურ სანქციებსაც ექნება ძალიან დიდი გავლენა. ის ბოროტი ძალები, რომლის გამოყენება უნდა პუტინს, ჯერ კიდევ ცოცხალია და ჩვენ ყველაფერი თანმიმდევრულად უნდა გავაკეთოთ, რომ დავამარცხოთ ბოროტება. აქამდე სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილებები და ასევე უნდა გავაგრძელოთ ახლაც. ევროპელებმა უნდა გაიგონ, რამდენად მნიშვნელოვნია რუსეთის შეჩერება. ასეთ ტრაგიკულ დროს, ჩვენ ახალი სტიმული უნდა ვიგრძნოთ, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.