„არ უნდა ჩავერთოთ იმ ომში, სადაც წინაწარ ყველაფერი გადაწყვეტილი იქნება“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მამუკა მდინარაძე, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას.
მისივე თქმით, თუ ხალხის აზრი არის ის, რომ საქართველო ისეთ ომში, სადაც წინასწარ გეცოდინება ყველაფერი არ უნდა ჩაებას, მაშინ ყველა დანარჩენში „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები მართლები იქნებიან.
„ოკუპანტი ქვეყნის ჯარი დგას ქვეყნის შუაგულში, ცენტრალურ მაგისტრალთან. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ერმა უნდა მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება, ან ასე, ან ისე, მაგრამ თუ გადაწყვეტილება და ხალხის აზრი არის, რომ საქართველო არ უნდა ჩაებას ისეთ ომში, სადაც წინასწარ გეცოდინება ყველაფერი, მაშინ ყველა დანარჩენში მართლები ვართ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ ჩავერთოთ იმ ომში, სადაც წინაწარ იქნება გადაწყვეტილი ყველაფერი. სამწუხაროდ",- თქვა მამუკა მდინარაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press