Foto

დმიტრო კულება - იქ, სადაც 1941-ში ნაცისტებმა 33 000 ებრაელი მოკლეს, რუსმა ნაცისტებმა ანძა დაბომბეს

„სადაც ანძა დაბომბეს, 1941-ში ნაცისტებმა 33 000 ებრაელი მოკლეს, 80 წელში კი, რუსი ნაცისტები უტევენ“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი ქმედება ბოროტება და ბარბაროსობაა.

„კიევის სატელევიზიო ანძა, რომელიც ახლახან დაიბომბა რუსული რაკეტებით, ბაბინ იარის ტერიტორიაზე მდებარეობს. 1941 წლის 29-30 სექტემბერს ნაცისტებმა, აქ 33 ათასზე მეტი ებრაელი მოკლეს. 80 წლის შემდეგ, რუსი ნაცისტები უკრაინის განადგურების მიზნით იმავე მიწას უტევენ. ბოროტება და ბარბაროსობაა“, - წერს დმიტრო კულება.