Foto

BBC-ის ცნობით, კომპანია „ბოინგი“ რუსულ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობას წყვეტს

ამერიკული კომპანია „ბოინგი“ რუსულ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობას აჩერებს. ინფორმაციას ამის შესახებ bbc-ი ავრცელებს.

„ჩვენ ასევე შევაჩერეთ რუსული ავიაკომპანიებისთვის ნაწილების მიწოდებას, ასევე თვითმფრინავების ტექნიკურ მხარდაჭერას და  მომსახურებას“, - ნათქვამია  განცხადებაში.

ექსპერტების განცხადებით, ბოინგის გადაწყვეტილება,  შეწყვიტოს რუსული ავიახაზების მომსახურება, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სანქციაა რუსეთისთვის. 

ცნობისთვის, მთავარი რუსული ავიამზიდის „აეროფლოტის“ საავიაციო პარკი ძირითადად „ბოინგ 737“ და ბოინგ 777“ თვითმფრინავებისგან შედგება. ამასთან, რუსეთის საჰაერო ფლოტის 64% უცხოური თვითმფრინავებია.