მტერს უკრაინელ სამხედროებთან შეტაკებების ეშინია, ამიტომ თავს მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან. - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინის თავდაცვი მინისტრი აცხადებს, რომ რუსი სამხედდროები ტერორისტულ აქტს ახორციელებენ.
"მტერს უკრაინელ სამხედროებთან შეტაკებების ეშინია, ამიტომ თავს მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან. საავადმყოფოების, საბავშვო ბაღების, სამშობიაროებისა და მოედნების დაბომბვა არის მხდალი საქციელი. ესენი სამხედროები არ არიან - ისინი ტერორისტები არიან - ტერორისტული სახელმწიფოს წარმომადგენლები.
მტერმა სასტიკად დაბომბა მშვიდობიანი ჟიტომირი, ხარკოვი, მარიუპოლი, ხერსონი და სხვა ქალაქები. უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც საუბრობენ სხვადასხვა ენაზე, დადიან სხვადასხვა ეკლესიებსა და ღვთისმსახურებაზე, ერთად უწევენ გმირულ წინააღმდეგობას რუს ოკუპანტებს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!" - წერს ალექსეი რეზნიკოვი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press