Foto

უკრაინის თავდაცვა - რუსული მხარის დანაკარგი 5 840 ჯარისკაცს აღემატება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაიით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 2 მარტამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგი 5 840-ს აღემატება. 

უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 211 ტანკი, 862 ჯავშანტექნიკა, 85 საარტილერიო სისტემა, 40 სარაკეტო სისტემა და 9 საჰაერო თავდაცვის საშუალება გაანადგურეს. 

ამასთანავე, უწყებაში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 30 თვითმფრინავი, 31 ვერტმფრენი, 355 საავტომობილო ტექნიკა, 2 მსუბუქი ჩქროსნული კატარღა, 60 საწვავის რეზერვუარი და 3 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი.