ჩინეთი არ შეუერთდება შეერთებული შტატებისა და ევროპული ქვეყნების ხელისუფლებებს რუსეთისთვის ფინანსური სანქციების დაწესებაში. ამის შესახებ ჩინეთის საბანკო და დაზღვევის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, გუო შუკინგმა განაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, ჩინეთი რუსული ნავთობისა და გაზის მთავარი მყიდველი და ის ერთადერთი დიდი მთავრობაა, რომელმაც თავი შეიკავა რუსეთისთვის უკრაინაზე თავდასხმის გამო, ფინანსური სანქციების დაწესებისგან.
„ჩვენ არ ვუერთდებით ასეთ სანქციებს და გავაგრძელებთ ნორმალურ ეკონომიკურ, სავაჭრო და ფინანსურ გაცვლას ყველა შესაბამის მხარესთან.
ჩვენ არ ვაღიარებთ ფინანსურ სანქციებს, განსაკუთრებით ცალმხრივად დაწესებულს, რადგან მათ არ გააჩნიათ ბევრი სამართლებრივი საფუძველი და მას არც კარგი ეფექტი ექნება“, - აღნიშნა გუო შუკინგმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press