უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მეშვიდე დღეს, პირველად გადავიდნენ შეტევაზე.
შემთხვევა დონბასში, დონეცკის ოლქში, ოკუპირებული გორლოვკას გარეუბანში მოხდა.
UNIAN-ის ცნობით, ამის შესახებ არესტოვიჩმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე, ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენი ქვედანაყოფების უმეტესობა პოზიციებს იკავებს და ჩვენი ერთ-ერთი ბრიგადა გორლოვკას გარეუბანში მიიწევს წინ. ეს კარგი ამბავია, რადგან ომის დაწყებიდან მე-7 დღეს პირველად მოხდა, რომ უკრაინული ქვედანაყოფი შეტევაზე გადავიდა. ვფიქრობ, ეს არ ბოლო და უკანასკნელი კონტრშეტევა. მალე მოვა, როცა ჩვენ არა მხოლოდ დავიცავთ ჩვენს მიწას, არამედ გავათავისუფლებთ“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press