Foto

ნიკა გვარამია - რუსთავის ციხის ბადრაგმა სააკაშვილს აგინა, მის ადვოკატს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

„რუსთავის ციხის ბადრაგმა ადვოკატ შოთა თუთბერიძესთან აგინა მიხეილ სააკაშვილს, რის გამოც მიიღო შესაბამისი პასუხი. ბადრაგმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს და სხვა ბადრაგებმა გაარიდეს დანაშაულის (სწორედ, დანაშაულის) ჩადენის ადგილს“, - ამის შესახებ საქართვლოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია იუწყება.

მომხდართან დაკავშირებით, იგი ბადრაგის ვინაობისა და ძალადობის ვიდეომასალის გასაჯაროებას ითხოვს.

„ეს ნაძირალა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„რუსთავის ციხის ბადრაგმა ადვოკატ შოთა თუთბერიძესთან აგინა მიხეილ სააკაშვილს, რის გამოც მიიღო შესაბამისი პასუხი. ბადრაგმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს და სხვა ბადრაგებმა გაარიდეს დანაშაულის (სწორედ, დანაშაულის) ჩადენის ადგილს.

კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ბადრაგის ვინაობა, ვიდეომასალა, და ეს ნაძირალა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით!

ამას რომ ადვოკატს საჯაროდ გაუკეთებ, ადვილი წარმოსადგენია, როგორი საფრთხის ქვეშაა პრეზიდენტი სააკაშვილი!“, - წერს ნიკა გვარამია facebook-ზე.