„ამერიკული ჯარების უკრაინაში გაგზავნას რუსეთთან საბრძოლველად არ ვაპირებთ - არც ხმელეთზე და არც ჰაერში. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ, ნატო-ში ჩვენი ალიანსი და ჩვენი მოკავშირეები დავიცვათ“, - ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტიმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკა ყურადღებით აკვირდება რუსეთის ქმედებებს და ის, რაც უკრაინაში ხდება, არის პრობლემა, რომელსაც „ჩვენ ყველამ უნდა მივაქციოთ ყურადღება, ვინაიდან ეს ყველა სტანდარტისა და პრინციპების დარღვევას წარმოადგენს“.
„ამერიკული ჯარების უკრაინაში გაგზავნას რუსეთთან საბრძოლველად არ ვაპირებთ - არც ხმელეთზე და არც ჰაერში. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ, ნატო-ში ჩვენი ალიანსი და ჩვენი მოკავშირეები დავიცვათ. შეწუხებულები ვართ და თვალს ვადევნებთ. სრულად ვაცნობიერებთ, რომ თუ არის წინასწარგანზრახული თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობაზე, მაშინ ეს სრულიადაც შესაძლებელია, იყოს საერთაშორისო სამართლის დარღვევა. შესაბამისად, ეს პრობლემაა, რომელსაც ჩვენ ყველამ ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეს საშინელებაა და წარმოადგენს ყველა სტანდარტისა და პრინციპების დარღვევას. ამიტომ, ჩვენ, განსაკუთრებით ნატო-ს წევრი ქვეყნები, ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას სერიოზულად ვუდგებით“, - ამის შესახებ კამალა ჰარისმა NBC-ის ეთერში განაცხადა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press