Foto

1991 წლიდან ხელისუფლებაში მყოფი პირები და პოლიტიკური პარტიები შარლ მიშელს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ჯოზეფ ბორელს მიმართავენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ვროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლეს კომისარს, ჟოზეფ ბორელს ქართველი მოქმედი და ყოფილი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, ასევე, პარტიების, სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები მიმართავენ.

განცხადებაში ისინი ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს თხოვნით მიმართავენ, რომ შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინის წინააღმდეგ უპრეცედენტო რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის პირდაპირი გაგრძელებაა, უკრაინასთან ერთად სასწრაფო წესით დაიწყოს პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე.

დოკუმენტს ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტები: მიხეილ სააკაშვილი და გიორგი მარგველაშვილი.

„პირველად საქართველოს ისტორიაში შედგა დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერენ 1991 წლიდან, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან მოყოლებული საქართველოს ყველა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები. საინიციატივო ჯგუფი: CIIC - სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი და GSAC - საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (ხათუნა ლაგაზიძე, ნოდარ ხარშილაძე, ვიქტორ ყიფიანი, დავით კიზირია, ვალერი ჩეჩელაშვილი, ლელა ჯეჯელავა, გიორგი რუხაძე, გიორგი მელაშვილი, გიორგი პაპელიშვილი, გოჩა მირცხულავა, მალხაზ ნაკაშიძე) მადლობას უხდის ყველა ხელმომწერს, ვისთვისაც საქართველოსთვის ამ კრიტიკულ მომენტში ქვეყნის ევროპული მომავალი უმთავრესი ღირებულებაა.

ტექსტი გუშინ ხელმოსაწერად დაეგზავნა საქართველოს მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს; პარლამენტის თავმჯდომარეებს; პრემიერ-მინისტრებს; საგარეო საქმეთა მინისტრებს; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრებს; ევროკავშირში საქართველოს ელჩებს; სახალხო დამცველებს; ბოლო მოწვევის პარლამენტში გასული პარტიების ლიდერებს.

ბატონ შარლ მიშელს - ევროპული საბჭოს პრეზიდენტს

ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს - ევროპის კომისიის პრეზიდენტს

ბატონ ჯოზეფ ბორელს - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს

ჩვენ, საქართველოს სახელმწიფოს მოქმედი და ყოფილი უმაღლესი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები:

უპირველ ყოვლისა, სოლიდარობას ვუცხადებთ რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლ უკრაინელ ხალხს;

გამოვხატავთ რა ქართველი ხალხის ურყევ ნებას გახდეს ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი, რომელიც დადასტურებულია რეფერენდუმის შედეგებში და ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში,

მიგვაჩნია რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება თავად გადაწყვიტოს თავისი ბედი იყოს ამა თუ იმ კავშირის წევრი. მოგმართავთ თხოვნით, შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინის წინააღმდეგ უპრეცედენტო რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის პირდაპირი გაგრძელებაა, უკრაინასთან ერთად სასწრაფო წესით დაიწყოს პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ხელს ვაწერთ:

საქართველოს პრეზიდენტები:

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - 2013-2018

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - 2004-2013

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეები:

დავით უსუფაშვილი - 2012-2016

დავით ბაქრაძე - 2008-2012

ნინო ბურჯანაძე - 2001-2003; 2004-2008

აკაკი ასათიანი - 1991-1992

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრები:

გიორგი კვირიკაშვილი - დეკემბერი 2015 - ივნისი 2018

გრიგოლ მგალობლიშვილი - ნოემბერი 2008 - თებერვალი 2009

ლადო გურგენიძე - ნოემბერი 2007 - ნოემბერი 2008

ნიკო ლეკიშვილი - 1995-1998

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები:

მიხეილ ჯანელიძე - დეკემებრი 2015 - ივნისი 2018

გრიგოლ ვაშაძე - დეკემბერი 2008 - ნოემბერი 2012

ეკა ტყეშელაშვილი - მაისი 2008 - დეკემბერი 2008

გელა ბეჟუაშვილი - ოქტომებრი 2005 - იანვარი 2008

თედო ჯაფარიძე - ნოემბერი 2003 - მარტი 2004

ირაკლი მენაღარიშვილი - დეკემბერი 1995 - ნოემბერი 2003

გოგი ხოშტარია - ნოემბერი 1990 - აგვისტო 1991

 

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრები:

ალექსი პეტრიაშვილი - ოქტომებრი 2012 - ნოემბერი 2014

თორნიკე გორდაძე - ოქტომებრი 2012 - აგვისტო 2012

 

საქართველოს ელჩები ევროკავშირში:

ნატალია საბანაძე

სალომე სამადაშავილი

 

საქართველოს სახალხო დამცველები:

უჩა ნანუაშვილი - 2012-2017

გიორგი ტუღუში - 2009-2012

 

საპარლამენტო პარტიები:

ლელო - მამუკა ხაზარაძე

საქართველოსთვის - კახა ქემოკლიძე

სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე

დროა - ელენე ხოშტარია

რესპუბლიკური პარტია - ხათუნა სამნიძე

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი - იაგო ხვიჩია

კანონი და სამართალი - თაკო ჩარკვიანი

ევროპული საქართველო - გიგა ბოკერია

სახელმწიფო ხალხისთვის - ნიკა მაჭუტაძე

მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი

„დოკუმენტი ღიაა ხელმოწერებისთვის. ვთხოვთ, საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს, მთავრობის წევრებს და დიპლომატებს შემოგვიერთდნენ», - აღნიშნულია განცხადებაში.