რუსეთის თავდაცვის ხელმძღვანელების ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, თითქმის 500 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
უწყების ცნობით, დაიჭრა გასული შვიდი დღის განმავლობაში, დაახლოებით, 498 სამხედრო დაიღუპა და კიდევ 1,597 დაიჭრა.
გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, რუსეთის მხარეს გარდაცვლილთა რიცხვი რუსული ანგარიშის მიხედვით გაცილებით დაბალია, ვიდრე უკრაინულის. ოფიციალური კიევის განცხადებით, მიმდინარე ომში, უკანასკნელი ცნობებით, 5800-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
რუსული საოკუპაციო ძალების გენერალ-მაიორმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ ბრძოლაში 2870-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, დაახლოებით 3700 დაიჭრა, ხოლო 572 სხვა კი, ტყვედ ჩავარდა.
უნდა აღინიშნოს, რომ იგორ კონაშენკოვმა უკრაინულ გამოთვლებს დეზინფორმაცია უწოდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press