სპეციალური პენიტენციური სამსახური განცადებას ავრცელებს.
უწყებაში განმარტავენ რომ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველ, შოთა თუთბერიძესა და პენიტენციურის თანამშრომელს შორის გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
მათივე ცნობით, პენიტენციური სამსახურის გარე დაცვის სამმართველოს ინსპექტორს, უფლებამოსილება შეუჩერდა
"ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 2 მარტს, N12 პენიტენციურ დაწესებულებაში შოთა თუთბერიძესა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მოსამსახურეს შორის გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
სპეციალური პენიტენციური სამსახური, აღნიშნული ფაქტის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, შესაბამის საგამოძიებო უწყებებთან მაქსიმალურად ითანამშრომლებს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ,,ბ'' პუნქტით. ასევე, აღნიშნულ ფაქტზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაწყებულია მოკვლევა და ინციდენტში მონაწილე პირს, პენიტენციური სამსახურის გარე დაცვის სამმართველოს ინსპექტორს, შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში, სრულად არის დაცული, როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ასევე, მათთან ვიზიტად მყოფი პირების უფლებები." - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ექს-პრეზიდენტის, ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გუშინ, გაარცელა ინფორმაციია, რომ რუსთავის ციხის ბადრაგმა ადვოკატ შოთა თუთბერიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან, გვარამია ბადრაგის ვინაობისა და ძალადობის ვიდეომასალის გასაჯაროებას ითხოვს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press