Foto

ჩერნიგოვში, ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქის ცენტრში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე

ცოტახნისწინ ჩერნიგოვში, რუსეთის ჯარებმა სარაკეტო იერიში  ქალაქის ცენტრში მრავალსართულიან საცხოვრებელ ზონაზე მიიტანა. - ამის შესახებ ჩერნიგოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩაუსმა hromadske-ს განუცხადა.

ჩაუსის განცხადებით, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი, ჩამსხვრეულია ფანჯრები, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსის კედლები და სახურავები.

ადგილზე ამ წუთებში მაშველები მუშაობენ მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.