უკრაინაში ყველა მონასტერი და ტაძარი რომ დაანგრიოთ, უკრაინელ ხალხს რწმენას მაინც ვერ წაართმევთ. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარის დაბომბვასთან დაკავშირებით განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსეთის არმიას არც ერთი სტრატეგიული მიმართულებით წარმატებები არ აქვს.
"უკრაინული დასახლებული პუნქტების რაკეტებით დაბომბვა, მიანიშნებს იმაზე რომ მტერმა ღირებულს ვერაფერს მიაღწია. არცერთი სტრატეგიული მიმართულებით მტერს წარმატებები არ აქვს. კიევმა მორიგი სარაკეტო იერიშები მოიგერია. მტერს ჩვენი ქალაქების აღება უნდა, თუმცა ამას ვერ შეძლებენ. მტერს ოდესის ხელში ჩაგდება უნდა, თუმცა შავი ზღვის ფსკერს მიიღებენ. მტრის სამიზნე გახდა ხარკოვის, უსპენსკის მამათა უძველესი მონასტერი. მართლმადიდებლების წმინდა ადგილი. ამ ეტაპზე მონასტერი ხარკოველების თავშესაფარია. წმინდა ადგილს ომის კვალი დაეტყო. რუსები ფიქრობენ რომ ღმერთი არ დასჯის. უფალი წამიერად არ პასუხობს ცოდვებს, თუმცა ხედავს და იცოდეთ რომ ამას ვერსად დაემალებით. არ არსებობს სამალავი, სადაც ღმერთს დაემალებით. ყველაფერს გავაკეთებთ რომ მონასტერს ომის კვალი არ დაეწყოს. უკრაინაში ყველა მონასტერი და ტაძარი რომ დაანგრიოთ, უკრაინელ ხალხს რწმენას მაინც ვერ წაართმევთ." - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press