„უმაღლესმა რადამ მხარი ერთხმად დაუჭირა მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაზე ყველა შეზღუდვის მოხსნას“, - განაცხადა უკრაინის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სახალხო დეპუტატმა ანდრეი ოსადჩუკმა.
მისივე თქმით, მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება რუსეთის ფედერაციის ან სხვა ქვეყნის შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად, საომარი მდგომარეობის დროს ექნებათ.
„ახლახან, უკრაინის უმაღლესი რადას სამართალდამცავმა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ძარცვისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან გაზრდას და გააუქმა ყველა შეზღუდვა მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაზე, საომარი მდგომარეობის დროს, რუსეთის ფედერაციის/სხვა ქვეყნის შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად“, - წერს ანდრეი ოსადჩუკი „ფეისბუკ“-ზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press