„დიდი ბრიტანეთი მუშაობს აშშ-სთან, ევროკავშირთან და G7-თან, მაგრამ დაწესებულ სანქციებზე მეტი უნდა გავაკეთოთ“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, დასავლეთი რუსეთის ნავთობზე, გაზსა და ქვანახშირზე დამოკიდებული არ იყოს. ასევე, არცერთ რუსულ ბანკს არ ჰქონდეს SWIFT-ზე წვდომა.
„დიდი ბრიტანეთი მუშაობს აშშ-სთან, ევროკავშირთან და G7-თან რათა პუტინის ომის მანქანას დაფინანსების წყარო გადავუწუროთ, გავრიცხეთ რუსული ბანკები ფინანსური სისტემიდან, ჩავუკეტეთ რუსეთის თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე და ვმუშაობთ სანქციებზე რუსი ოლიგარქებისთვის, მაგრამ მეტი უნდა გავაკეთოთ. უნდა უზრუნველვყოთ რომ არც ერთ რუსულ ბანკს არ აქვს წვდომა SWIFT-ზე და მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა რუსეთის ნავთობზე, გაზზე და ქვანახშირზე არ ვიყოთ დამოკიდებული“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press