თეთრი სახლი, როგორც ფართო გადაუდებელი დახმარების ფინანსური მოთხოვნის ნაწილი კონგრესისგან უკრაინის დასახმარებლად 10 მილიარდ დოლარს ითხოვს.
CNN-ის ინფორმაციით, დახმარება 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ლეტალურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას გულისხმობს, რომელიც 32,5 მილიარდი დოლარის ოდენობის გადაუდებელი ფინანსური დახმარების მოთხოვნის ნაწილია.
აღნიშნული მოთხოვნა ოფიციალური დოკუმენტის სახით, ოთხშაბათს, კაპიტოლიუმში უკვე გაიგზავნა.
„აღნიშნული მოთხოვნა განსაზღვრავს 10.0 მილიარდი აშშ დოლარის დამატებით ჰუმანიტარულ, უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ დახმარებას უკრაინისა და ცენტრალური ევროპის პარტნიორებისთვის, რუსეთის დაუსაბუთებელი და არაპროვოცირებული შემოჭრიდან გამომდინარე“, - აღნიშნულია კონგრესის განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press