Foto

კულება ლავროვს - უთხარით პუტინს შეწყვიტოს უკრაინის ქალაქების დაბომბვა და აჩვენეთ მსოფლიოს, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს სერიოზულად ეკიდება

„უთხარით თქვენ უფროსს, რომ შეწყვიტოს უკრაინის ქალაქების დაბომბვა. აჩვენეთ მსოფლიოს, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს სერიოზულად ეკიდება“, - ასე მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს.

მისივე განცხადებით, რუსეთის „ბარბაროსული ომის“ ტაქტიკა მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვით მანიპულირებაა, ტანჯვით, რომელსაც ისინი მათ თავად აყენებენ.

„რუსეთის ბარბაროსული ომის ტაქტიკა მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვით მანიპულირებაა, იმ ტანჯვით, რომელსაც ისინი მათ თავად აყენებენ. ახლა, ლავროვი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის თავიდან აცილებაში ადანაშაულებს. უთხარით თქვენ უფროსს, რომ შეწყვიტოს უკრაინის ქალაქების დაბომბვა. აჩვენეთ მსოფლიოს, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს სერიოზულად ეკიდება“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.