Foto

სერგეი ლავროვი - ბირთვული ომის დაწყევაზე დასავლეთის ქვეყნები ფიქრობენ და არა რუსები

„ბირთვული ომზე დასავლეთის ქვეყნები ფიქრობენ და არა რუსები“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ხუთშაბათს, რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ბირთვულ ომზე საუბარი პროვოკაციის ნაწილია.

მიუხედავად ამისა, სერგეი ლავროვის  განცხადებით, „თუ დასავლეთი რუსეთთან ნამდვილ ომს დაიწყებს, ამაზე [ბირთვულ ომზე] ფიქრი მართლაც მოუწევთ“.

 „ყველას ესმის, რომ მესამე მსოფლიო ომი, შეიძლება მხოლოდ ბირთვული იყოს, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამის შესახებ დასავლეთის ქვეყნები ფიქრობენ და არა რუსები. ამიტომ, გარწმუნებთ, რომ ამ პროვოკაციას ზიანის მოყენების უფლებას არ მივცემთ, მაგრამ თუ დაიწყებენ ჩვენ წინააღმდეგ ნამდვილ ომს, მაშინ, ალბათ, ამაზე მართლაც, უნდა იფიქრონ მათ, ვინც ასეთ გეგმებს აყალიბებს“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.