„რა გინდა ჩვენგან? წადი ჩვენი მიწიდან! თუ ახლა წასვლა არ გინდა, ჩემთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯექი. არ ვიკბინები, ნორმალური კაცი ვარ! დამელაპარაკე, რისი გეშინია?!“, - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მთავარსარდალს, ვლადიმერ პუტნს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა და უკრაინელი ხალხი ტერორისტები არ არიან, ისინი სხვა სახელმწიფოების მიწებს არ იტაცებენ და არც არავის ემუქრებიან.
„რა გინდა ჩვენგან? წადი ჩვენი მიწიდან! თუ ახლა წასვლა არ გინდა, ჩემთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯექი. მე თავისუფალი ვარ. დაჯექი ჩემთან, ოღონდ არა ოცდაათ მეტრში როგორც მაკრონთან, შოლცთან და ასე შემდეგ. მე ხომ მეზობელი ვარ, არ არის საჭირო ოცდაათ მეტრზე მამყოფო, მე არ ვიკბინები, ნორმალური კაცი ვარ! დაჯექი ჩემთან, დამელაპარაკე. რისი გეშინია?! ჩვენ არავის ვემუქრებით. ჩვენ არ ვართ ტერორისტები, არ ვიტაცებთ ბანკებს და არ ვიტაცებთ სხვის მიწებს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის ნათქვმსაც გამოცემა UNIAN, ტელეგრამზე ავრცელებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press