ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ოკუპანტებმა დაიპყრეს. - ამის შესახებ ინფორმაციას ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის პრესსამსახური Facebook- ზე ავრცელებს.
„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციული შენობა და სადგურის შესასვლელი ოკუპანტების კონტროლის ქვეშაა,“ - ნათქვამია უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექცის განცხადებაში.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რადიაციული მდგომარეობის ცვლილებები ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა.
როგორც Ukrinform იტყობინება, პარასკევს ღამით, რუსული არმიის მძიმე ტექნიკის დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის გარეთ, სასწავლო შენობაში გაჩნდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press