უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩრდილოეთ უკრაინაში, ჟიტომირის ერთ-ერთი სკოლა რუსეთის სამხედრო ძალებმა, პარასკევს დილით რაკეტით ააფეთქეს.
ვიდეო განცხადებაში, ჟიტომირის მერმა, სერგეი სუხომლინმა ასევე დაადასტურა თავდასხმა და განაცხადა, რომ რუსი თავდამსხმელები „არაფერზე არ ჩერდებიან“.
ახალი ამბები მას შემდეგ გავრცელდა, რაც სამშაბათს, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, ხარკოვში, რუსეთის სამხედრო დარტყმის შედეგად სულ მცირე, სამი სკოლა მაინც დაიბომბა.
უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს, კიევსა და ხარკოვში, დაინგრა კულტურული ადგილები, ეკლესიები, ტაძრები და მუზეუმები.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press