„საფრანგეთი უკრაინის ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმას მკაცრად გმობს“, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა ბრიუსელში განაცხადა.
„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინიციატივას, რუსეთს ამ სახის თავდასხმის შეწყვეტა მოსთხოვოს“, - დასძინა ჟან-ივ ლე დრიანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე „ტვიტერ“-ზეც განაცხადა, რომ IAEA-ს ინიციატივებს უკრაინის სამოქალაქო ბირთვული ობიექტების მდგომარეობის მონიტორინგთან დაკავშირებით, იგი მხარს სრულად უჭერს.
„წუხელ დაბომბვები, რომლებიც ზაპორიჟჟიას ელექტროსადგურზე მოხვდა, საშიში და მიუღებელია“, - წერს იგი Twitter-ზე.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არნიშნულთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ რუსეთის მცდელობები მასიური ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდების მიზნით არის „ტერორის უპრეცედენტო დონეზე“.
„რუსული ტანკები სადგურის მიმართულებით პირდაპირი ცეცხლით ისროდნენ“, - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მან ასევე, პარალელები გაავლო 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ კატასტროფასთან, „მსოფლიოში ყველაზე უარეს ატომურ ავარიასთან“, მაგრამ არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ ზაპორიჟზიაში მდებარე რომელიმე რეაქტორი, დაბომბვის შედეგად დაზარალდა.
ამის შესახებ CNN იუწყება.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press