Foto

ვლადიმერ პუტინი - მეზობელ სახელმწიფოებს ვურჩევდი, არ დაძაბონ სიტუაცია და რაიმე შეზღუდვა არ დააწესონ

რუსეთს არ აქვს რაიმე ცუდი განზრახვა მეზობელი ქვეყნების მიმართ, მისი ყველა ქმედება წარმოიქმნება მხოლოდ მის მიმართ არამეგობრული ზომების საპასუხოდ. -  ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ახალი მარშალ როკოსოვსკის ბორანის დროშის აღმართვის ცერემონიაზე განაცხადა.

პუტინმა მოუწოდა, მეზობელ ქვეყნებს არ დაძაბონ სიტუაცია და შეზღუდვები არ დააწესონ.

"კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო  ჩვენ არ გვაქვს ცუდი განზრახვები მეზობელი სახელმწიფოების მიმართ და მათ ვურჩევდი, არ დაძაბონ სიტუაცია, არ დააწესონ რაიმე შეზღუდვა. ჩვენ ვასრულებთ ყველა ჩვენს ვალდებულებას და ვაგრძელებთ მათ შესრულებას. ვერ ვხედავთ სიტუაციის ესკალაციის ან ჩვენი ურთიერთობების გაუარესების საჭიროებას. ყველა ჩვენი ქმედება, თუ ხდება, ხდება ყოველთვის მხოლოდ რუსეთის მიმართ რაიმე არამეგობრული ქმედებების პასუხად.", - განაცხადა პუტინმა.