Foto

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ატომური სადგურის დაბომბვა ბირთვული ტერორიზმის ტოლფასია

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ BBC-ს განუცხადა, რომ რუსეთის მიერ ზაპორიჟჟიას ატომური სადგურის დაბომბვა „ნამდვილი ბირთვული ტერორიზმია“.

„მათ პირდაპირ სადგური დაბომბეს - იციან, რაც გააკეთეს“, - აღნიშნა გერმან გალუშჩენკომ.

მისი თქმით, თუ ქარხნის ირგვლივ ბრძოლა გაგრძელდება, არის შანსები, რომ ბირთვული საცავიც დაზიანდეს, რაც უკრაინაში და მის გარშემო „წარმოუდგენელ მდგომარეობას“ გამოიწვევს.

გერმან გალუშჩენკოს განცხადებით, ეს გლობალური უსაფრთხოების საკითხია. მან ასევე, ფრენის აკრძალული ზონის შექმნასთან დაკავშირებით მოთხოვნა დააყენა. ეს აღნიშნული რუსული სამხედრო თვითმფრინავების უკრაინის თავზე ფრენის შესაწყვეტადაა შექმნილი.

”ჩვენ უნდა დავხუროთ ცა, რათა უსაფრთხოდ ვიყოთ“, - დასძინა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა.