უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შესაძლოა, 5 ან 6 მარტს ჩატარდეს.
როგორც UNIAN იუწყება, ამის შესახებ პოდოლიაკიმ დღეს, ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, მოლაპარაკებების ბელორუსში გამართვის მიზეზია ის, რომ რუსული მხარე სხვა შუამავლ ქვეყნებზე უარს ამბობს.
„შესაძლოა, მოგვიანებით იყოს სხვა ქვეყანა... - თურქეთი ან უნგრეთი, ან პოლონეთი, მაგალითად... იმიტომ, რომ ბელორუსი გამოიყენება, როგორც პლაცდარმი ჩვენს ქალაქებზე თავდასხმისთვის“, - აღნიშნა მიხაილო პოდოლიაკიმ.
მან ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, არ არსებობს მოლაპარაკებების შედეგების საბოლოო დოკუმენტი იმის გამო, რომ რუსეთმა არ შეაფასა უკრაინის პრეზიდენტი და მთლიანად ქვეყანა და გადააჭარბა მოლოდინებს თავის მიმართ.
"ჩვენ საერთოდ არ ვენდობით რუსეთის ფედერაციას, ამიტომ გვსურს გვყავდეს პასუხისმგებელი საერთაშორისო შუამავალი. ჩვენ მივყვებით სამართლებრივ პროცედურას და გამოვასწორებთ ნებისმიერ დარღვევას", - დასძინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მრჩეველმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press