NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში, კასეტური ბომბები გამოიყენა, რითიც საერთაშორისო სამართალი დაარღვია და პასუხი უნდა აგოს.
,,ჩვენ ვნახეთ კასეტური ბომბების გამოყენება და შეტყობინებები სხვა ტიპის იარაღის გამოყენების შესახებ, რითიც საერთაშორისო სამართალი დაირღვა", - თქვა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO და მისი მოკავშირეები უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ,,აკვირდებიან".
"მე ასევე მივესალმები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრეზიდენტი პუტინი და ბელორუსის პრეზიდენტი პასუხისმგებელნი იქნებიან იმისთვის, რასაც აკეთებენ". - დასძინა იენს სტოლტენბერგმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press